სეზონური ვირუსები

15:25, 21.12.2018

თუ ბავშვს მაღალი სიცხე ერთ დღეზე მეტ ხანს ექნება, აუცილებლად მიმართეთ ოჯახის ექიმს, – ამ რეკომენდაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იძლევა.

ამირან გამყრელიძის თქმით, სეზონური გრიპის ვირუსი 2 კვირის წინ დაფიქსირდა და ქვეყანაში ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. მისივე თქმით, მსუბუქი სიმპტომების გამოვლენისთანავე რეკომენდებულია სახლში დარჩენა, რათა მოხდეს გართულების და გავრცელების საფრთხის პრევენცია.

მსგავსი