სეზონური გრიპები

სეზონური ვირუსების მატების ფაზა დაწყებულია, წამყვანი ვირუსი რინოვირუსია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი საუბრობს.

პაატა იმნაძის თქმით, წინა წლებთან შედარებით, ჯერ-ჯერობით ავადობა და ჰოსპიტალიზაციიის შემთხვევები ნაკლებია. რაც შეეხება ვირუსების მატების პერიოდს, ის დეკემბრის ბოლომდე გრძელდება.