სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტში სოფლები დააზარალა

15:13, 20.05.2019

ყვარლის მუნიციპალიტეტში მოსული სეტყვის შედეგად ხუთი სოფელი: ჭიკაანი, გავაზი, კუჭატანი, სანავარდო და  წიწკანაანთ სერი დაზარალდა.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ სეტყვამ ვენახები, თხილის, მარწყვის, საზამთროსა და ბოსტნეულის ბაღები გაანადგურა.

განსაკუთრებულად დაზარალდა სოფელი ჭიკაანი, სადაც 1700 ჰექტარ ფართობზე გაშენებული მოსავალი 70 პროცენტითაა განადგურებული. დაზარალებული მოსახლეობა ამბობს, რომ მოსავალი დაზღვეული ჰქონდათ, თუმცა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები ამ დრომდე სტიქიის ზონაში არ გამოჩენილან.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობს.

მსგავსი