სესხის წინასწარ დაფარვის საკომისიო შემცირდა

სესხის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში საკომისიო მცირდება.

შესაბამისი ცვლილება მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში შევიდა. თუ მომხმარებლისთვის სესხის აღების შემდეგ სხვა კომერციული ფინანსური ინსტიტუტის მომსახურების პირობები უფრო მისაღები აღმოჩნდება, მას შესაძლებლობა ექნება სესხის პორტირება მარტივად და ნაკლები დანახარჯებით მოახდინოს. ცვლილება, როგორც ფიზიკურ ისე იურიდიულ პირებზე ვრცელდება, იმ პირობით, რომ მათი ჯამური დავალიანება ორ მილიონ ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ცვლილებების შედეგად, ეროვნული ბანკი ფინანსურ ორგანიზაციებს შორის კონკურენციის ზრდას და მომხარებლებისთვის მეტი ხელსაყრელი პირობის შეთავაზებას ელოდება.