სესხების პატიების პროექტი 15 დეკემბერს დაიწყება

სესხების პატიების პროექტი დაპირებისამებრ, 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს  დასრულდება – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა. ლაშა ხუციშვილის განმარტებით, ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები სიების ფორმირების მიმართულებით.

ყველა ჩამოსაწერ სესხზე ინფორმაცია ერთიან ბაზაში აისახება, რომელიც უახლოეს პერიოდში სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ ვებ გვერდზე განთავსდება.