სესილია თაყაიშვილი 115

115 წელი ქართული კინოს და თეატრის ლეგენდის დაბადებიდან.

„როცა მათხოვარს თამაშობ, უნდა გჯეროდეს, რომ მათხოვარი ხარ, ხოლო როცა ინგლისის დედოფალს თამაშობ, უნდა დაიჯერო, რომ დედოფალი ხარ”, – ამბობდა სესილია თაყაიშვილი, რომელმაც გამორჩეული სამსახიობო ოსტატობით და საშემსრულებლო სტილით კინო და თეატრალურ ხელოვნებაში არაერთი საინტერესო, სახასიათო და დაუვიწყარი პერსონაჟი შექმნა. მომდევნო რეპორტაჟი ჩვენს ოქროს ფონდში დაცული უნიკალური საარქივო მასალითაა მომზადებული, სადაც მსახიობი საკუთარ როლებზე ჰყვება.

„მირჩევნია სიბერე განვასახიერო, რადგან ასაკში შესული ადამიანი უფრო საინტერესოა“, – ეს ნაწყვეტია მსახიობის ერთ ერთი ბოლო ინტერვიუდან.

როლისთვის ბევრი რამის დათმობა შეეძლო. ბებიის როლი სესილია თაყაიშვილმა პირველად კინოფილმ „მანანაში“ ითამაშა, რასაც მოყვა „თოჯინები იცინიან“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, და „ნატვრის ხე“.

„მეოცე საუკუნის ბებია“ თათია კუჭუხიძის რეპორტაჟში.