სერტიფიკატების გადაცემა

12:18, 06.09.2026

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ღირებულებითი განათლების მიმართულებით გადამზადებული სასულიერო პირებისთვის, სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართა, რომელიც ღირებულებითი განათლების მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი სამუშაოს შეჯამებასა და სასულიერო პირების წვლილის დაფასებას ემსახურებოდა. პროექტი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო მესამის უშუალო ხელმძღვანელობითა და ზედამხედველობით ჩატარდა.

სერტიფიკატები გადაეცათ სხვადასხვა ეპარქიის სასულიერო პირებს. ოფიციალური ღონისძიების დაწყებამდე სასულიერო პირებისთვის გაიმართა ტრენინგი, სადაც ყურადღება გამახვილდა ბავშვის განვითარების ეტაპებზე, შემდეგ კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მსგავსი