სერტიფიკატები რეინჯერებისთვის
დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა, bp საქართველოსა და ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, ინგლისური ენის სასწავლო კურსი გაიარეს. მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლებს ყოველდღიური შეხება აქვთ საერთაშორისო ვიზიტორებთან, შესაბამისად, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია სააგენტოს თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება უცხო ენების ცოდნის მიმართულებით.
მათი პროფესიული განვითარება, კვალიფიკაციის ამაღლება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება სააგენტოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.