სერტიფიკატები პედაგოგებისთვის

„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ – ასე ჰქვია პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, 150-ზე მეტ მასწავლებელს სერტიფიკატები და სახელმძღვანელოები გადაეცა. პროგრამა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 2021 წლიდან ხორციელდება და ჯამში 7000-ზე მეტი პედაგოგია გადამზადებული.