სერიალი „ველვეტი“(U) – ორშაბათი-პარასკევი, 14:10
XX საუკუნის 50-იანი წლები, ესპანური მოდის „ოქროს ხანა“. გალერეა „ველვეტი“ ის ადგილი, სადაც ყველაზე მოდური და ელეგანტური სამოსი იქმნება.
თვალისმომჭრელი მოდის ინდუსტრიის პარალელურად, სერიალში ასახულია სიყვარულის საოცარი ისტორია. ახალგაზრდა ქალი, მშობლების გარდაცვალების შემდეგ, მადრიდში გადადის საცხოვრებლად და მკერავად იწყებს მუშაობას. მას თავდავიწყებით უყვარდება „ველვეტის“ მეპატრონე ალბერტო.
წყვილის ბედნიერებას ხელს უშლის მათი განსხვავებული სოციალური მდგომარეობა და ალბერტოს საცოლე. გარდა ამისა, ოჯახის სხვა წევრებიც ცდილობენ „ველვეტის“ ხელში ჩაგდებას და გამუდმებით ხლართავენ ინტრიგების ქსელს.