23 წლის წინ 17 წლის სერენა უილიამსმა დიდი სლემის პირველი ტურნირი მოიგო. ამერიკის ღია პირველობის ფინალში ახალგაზრდა ამერიკელმა ჩოგბურთელმა მარტინა ჰინგისი დაამარცხა და სწორედ აქედან დაიწყო სერენა უილიამსის ეპოქა მსოფლიო ჩოგბურთში. სერენამ 40 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ ამერიკის ღია პირველობის წლევანდელი ტურნირის მესამე რაუნდში აილა ტომლიანოვიჩთან დამარცხების შესახებ განაცხადა. სერენა უილიამსის ბრწყინვალე კარიერა საჩოგბურთო კორტებს გასცდა, ის მრავალი ქალი ჩოგბურთელისა თუ მოდის მოყვარულების კერპად იქცა.
#ტაიმაუტი