სერჟანტთა საერთაშორისო საბაზისო კურსი დასრულდა. დახურვის ცერემონიას თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, გიორგი გოგოჭური და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სწავლება ოთხი კვირის განმავლობაში ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა და მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს. ლიდერობის საფუძვლები, საცეცხლე მომზადება, ტოპოგრაფია, საპატრულო ოპერაციები, დღისა და ღამის ნავიგაცია – ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რასაც მსმენელები კურსის განმავლობაში ეუფლებოდნენ.