სერჟანტთა კორპუსის დღე

15:32, 25.06.2026

საქართველოს თავდაცვის ძალები სერჟანტთა კორპუსის დღეს აღნიშნავს. ირაკლი ჩიქოვანმა სერჟანტებს პროფესიული დღე მიულოცა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა თავდაცვის ძალებში სერჟანტების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს საქართველოს თავდაცვის ძალებს ჰყავს მაღალკვალიფიციური, კომპეტენტური და ძლიერი სერჟანტთა კორპუსი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისა და საზოგადოების მაღალი ნდობითა და პატივისცემით სარგებლობს. ღონისძიება წარმატებული სერჟანტების დაჯილდოებით დასრულდა. მათ უწყებრივი მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

მსგავსი