სერბეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საქართველოშია. დახვედრის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. შედგა როგორც გაფართოებული, ასევე პირისპირ შეხვედრა. ასევე, საქართველოს და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად, პატრიარქ შიო მესამეს შეხვდნენ. პრემიერ მინისტრმა კი – ალექსანდრ ვუჩიჩს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის და სერბეთის პრეზიდენტის შეხვედრა მიმდინარეობს.
ანა ბროლაძის ჩართვა #მოამბე