სერბეთის ახალი ხელისუფლება რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ აპირებს

12:26, 27.10.2026

სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, „სტუდენტური სიის“ წარმომადგენელი იოვო ბაკიჩი აცხადებს, რომ სერბეთის ახალი ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ აპირებს. მისი თქმით, რუსეთი ისტორიულად მნიშვნელოვანი პარტნიორია და ხშირ შემთხვევაში სერბეთის დამცველიც ყოფილა. „არავითარი ცვლილება ამ მხრივ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში არ იქნება“, – განაცხადა ბაკიჩმა. აღნიშნა ისიც, რომ რუსეთის წინააღმდეგ სერბეთის მიერ დაწესებული სანქციები ბევრს ვერაფერს შეცვლის, თუმცა სიმბოლურად, ძალიან ცუდი იქნება. შეგახსენებთ, რომ სტუდენტების ინიციატივით შექმნილმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა მოძრაობამ, „სტუდენტურმა სიამ“, სერბეთში 25 ოქტომბერს გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოიგო. მოძრაობამ ხმების 52.33% მიიღო, ხოლო პარტიამ „ალექსანდარ ვუჩიჩი – გაერთიანებული სერბეთი“ – 39.44%.

მსგავსი