სენატორები ტრამპს რუსეთთან შეთანხმების გამო აკრიტიკებენ

15:14, 11.10.2026

პუტინთან შეთანხმების გამო, ტრამპს ქვეყნის შიგნითაც აკრიტიკებენ, მათ შორის მის რესპუბლიკურ პარტიაშიც. „შეერთებული შტატების მთავრობა ახლა სახელმწიფო დონეზე ტერორიზმის სპონსორია“, – ამის შესახებ დემოკრატმა სენატორმა განაცხადა. კრის მერფიმ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დიზელის საწვავზე რუსეთთან მიღწეული შეთანხმების გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, რუსეთი უკრაინაში განზრახ და მასშტაბურად ესხმის თავს მშვიდობიან მოსახლეობას, ტრამპი კი შეგნებულად აფინანსებს ამ ქმედებებს. ტრამპსა და პუტინს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ ზოგიერთი რესპუბლიკელი კონგრესმენის უკმაყოფილებაც გამოიწვია. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი რესპუბლიკელი კონგრესმენი ამზადებს კანონპროექტს, რომლის მიზანია, შეეზღუდოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უფლება, ერთპიროვნულად გააუქმოს სანქციები რუსულ ნავთობზე.

მსგავსი