სენატორ ბენ კარდინის განცხადება - გამოხმაურება

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ბენ კარდინმა დაგმო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა, რომელიც მისივე თქმით, შაბათს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განხორციელდა. სენატორ კარდინის განცხადებას აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს. განცხადების მიხედვით, პრეზიდენტმა ბაიდენმა პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს მათ, ვინც რეპრესიებსა და ძალადობას ახორციელებს. განცხადებაში ვკითხულობთ: „ბატონი ყაველაშვილი იყო ცენტრალური ფიგურა საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაში. მათ შორის ის იყო რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ კანონის თანაავტორი. როდესაც ქართველი ხალხი მასობრივად შეიკრიბა შაბათს ანტიდემოკრატიული ფიგურის აღზევების გასაპროტესტებლად, უსაფრთხოების ძალები მათ წამებითა და სისასტიკით შეხვდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ძალადობრივი თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული მომიტინგე, მათ შორის არასრულწლოვანები, რომლებიც მათ ციხეში იმყოფებიან. “- წერს სენატორი კარდინი.

განცხადებას ეხმაურებიან თბილისში.