სემინარი „ევროპული არდადეგები“ 

სათაფლიასა და ზუგდიდში პროექტის, „ევროპული არდადეგები“ მორიგი სემინარი გაიმართა. მონაწილეობა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა 200-მა ახალგაზრდამ მიიღო. სემინარზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ევროინტეგრაცია, ჰიბრიდული ომი, ანტიდასავლური სტერეოტიპები, ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა. „ევროპული არდადეგები“ მოიცავს როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურულ-შემეცნებით კომპონენტს და ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, არაფორმალურ გარემოში, მიიღონ მეტი ინფორმაცია ინტეგრაციის პროცესის უპირატესობასთან დაკავშირებით და ხელს უწყობს ანტიდასავლური პროპაგანდის, გავრცელებული მითებისა თუ სტერეოტიპების დაძლევას.