სემინარი ევროატლანტიკურ საკითხებზე

„წინსვლა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე,“ – ასე ქვია სემინარს, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს მხარდაჭერით მართავს.

სემინარზე ქართული მხარე ნატო-სა და ალიანსის წევრი ქვეყნების ექსპერტებთან ერთად საქართველოს 2019 წლის წლიური ეროვნული პროგრამის რიგით მე-11 პროექტს განიხილავს. შეხვედრაში მონაწილეობენ ექსპერტები ნატო-ს შტაბ-ბინიდან და წევრი ქვეყნებიდან, ასევე, საქართველოში აკრედიტებული ნატო-ს წევრი ქვეყნების საელჩოებისა და საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

წლიური ეროვნული პროგრამა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია.

საქართველო მას 2009 წლიდან ახორციელებს.