სემინარი ავიაციის თემაზე

საქართველოში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით ევროპის, ჩრდილოეთ ატლანტიკისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონთაშორისი სემინარი მიმდინარეობს. მასშტაბური ღონისძიება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მასპინძლობით ხორციელდება და ინფორმაციის სისტემური მართვის საკითხებს მოიცავს.

სემინარს, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის წევრი სახელმწიფოების, იკაოს, ევროკონტროლისა და სხვა საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების, აგრეთვე საქართველოს საავიაციო უწყებებისა და ავიასაწარმოების 150-მდე დელეგატი ესწრება. სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში, იკაო-ს ორი წამყვანი რეგიონის ექსპერტები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, საჰაერო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სისტემური მართვის ახალი სტანდარტების დანერგვის, შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარების მიმართულებით.