სემეკის სხდომა 25 დეკემბრისთვის ჩაინიშნა

გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი? სემეკის სხდომა 25 დეკემბრისთვის ჩაინიშნა. მანამდე კი, კომისია სამომხმარებლო ტარიფის შემადგენელ სხვადასხვა კომპონენტს იხილავს.

დღეს დაიწყო მსჯელობა თბოელექტროსადგურების ტარიფებზე. გადაწყვეტილება ხვალ იქნება ცნობილი. მარეგულირებელ კომისიაში წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების ინვესტიციებსაც განიხილავენ.