საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი პროექტი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ პროექტზე იწყებს მუშაობას – ეს არის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი ხალდეს აჯანყებაზე. პროექტის ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და იდეის ავტორი ვასილ მაღლაფერიძე, ფილმის გადამღები ჯგუფის წევრებთან ერთად, მესტიაში იმყოფებიან. მათ დაათვალიერეს მესტიის ეროვნულ მუზეუმში დაცული შთამბეჭდავი ექსპონატები და აჯანყების დროინდელი სამხედრო შეიარაღება.

ხალდეს აჯანყება 1875- 1876 წლებში მოხდა. სვანური სოფლის მოსახლეობამ მეფის რუსეთის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყო. ხალდეს აჯანყებიდან მალე 150 წელი სრულდება.