საზოგადოებრივი მაუწყებლის 2025 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია.
გადაწყვეტილება დღეს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. წლევანდელ ბიუჯეტში დაგეგმილია სახელფასო ზრდა 400 თანამშრომელზე, რომელიც მოიცავს 50 პროფესიას, დაგეგმილია 14 პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადება. ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა სამეურვეო საბჭოს მიმართა მისი ხელფასის გაზრდის საკითხი მოიხსნას და ვადის ამოწურვამდე მოქმედი კონტრაქტის პირობები დარჩეს ძალაში. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს იმ გზისთვის რასაც ისინი ამ დღეების განმავლობაში გადიან. მისი თქმით, ისინი დამცირების, ზეწოლის და შანტაჟის ფონზე მაინც იცავენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ღირსებას. თინათინ ბერძენიშვილის თქმით, თითოეული თანამშრომლის უფლებები დაცული იქნება.