საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა

იუსტიციის მინისტრმა გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი ახალ შენობაში, სავაჭრო ცენტრ „გლდანი პლაზაში“ გახსნა.

ამიერიდან მოქალაქეები არა მხოლოდ 200-ზე მეტ საჯარო და კერძო სერვისს მიიღებენ, როგორც ეს დღემდე ხდებოდა, არამედ პრობაციის ეროვნული სააგენტოს მომსახურებითაც ისარგებლებენ.

პრობაციის სერვისების საზოგადოებრივ ცენტრებთან ინტეგრირება იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებაა. 2018 წელს საპატიმროებისა და პრობაციის სისტემების იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანების შედეგად ყოფილ პატიმრებსა და პრობაციონერებს საშუალება აქვთ, ყოველგვარი ფსიქოლოგიური დისკომფორტის გარეშე მიიღონ მათთვის საჭირო მომსახურება საზოგადოებრივი ცენტრებისა და იუსტიციის სახლების თანამედროვე ინფრასტრუქტურაში.