„საზოგადოება და ბანკები“ ფინანსური პირამიდების შესახებ კვლევას აქვეყნებს

არასამთავრობო ორგანიზაციამ საზოგადოება და ბანკები ფინანსური პირამიდების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ფინანსური პირამიდებისგან მიყენებულმა ზარალმა 100 მილიონ ლარს მიაღწია. დაზარალდა დაახლოებით 4000 ადამიანი.

ორგანიზაციამ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშავა. ესენია: საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება და პირამიდული ბიზნესის კრიმინალიზება. მოსახლეობის აქტიური ინფორმირება საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებით საფრთხეების შესახებ. სარისკო კომპანიების გამოვლენა და ზედამხედველობა. ბაზრის მუდმივი მონიტორინგი.

პრეზენტაცია მედიის წარმომადგენლობისთვის ორგანიზაციის ოფისში გაიმართა.