საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა ექსპრეზიდენტის ადვოკატმა დააყენა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხეების არგუმენტით, არ დააკმაყოფილა. დღევანდელ პროცესზე მეორედ დაიკითხა მძღოლი ელგუჯა ცომაია, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ექსპრეზიდენტს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთაში დაეხმარა. ცომაიამ დეტალურად გაიხსენა მომხდარი და დაადასტურა, რომ ექსპრეზიდენტის დახმარება მას ვანო მერაბიშვილის ყოფილმა მოადგილემ, გია ლორთქიფანიძემ სთხოვა. ელგუჯა ცომაიას დაკითხვას მიხეილ სააკაშვილი არ დასწრებია. ის სასამართლოს დისტანციურად ჩაერთო და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები გააკეთა.