საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობა

15:16, 25.10.2026

ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, პოლიციამ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა. სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დააკავეს. დანაშაული ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი