საზღვრის უკანონო კვეთა - სააკაშვილის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდების საქმეზე არსებითი განხილვის მორიგი სხდომა გაიმართა. პროცესს თავად მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. მსჯავრდებულმა პროცესზე ისარგებლა სიტყვით და უკრაინის მოვლენებზე ისაუბრა და საკუთარ თავს პოლიტიკური პატიმარი უწოდა.