საზღვარგარეთ არსებული სკოლებისთვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

საგარეო საქმეთა სამინისტრომ საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაციას უმასპინძლა. სპეციალური სამსაფეხურიანი წიგნი, მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად, საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს მოიცავს.

სახელმძღვანელოები თანამედროვე სწავლების პრინციპებზეა აგებული. სახელმძღვანელო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა. საზღვარგარეთ 84 ქართული საკვირაო სკოლა და 11 ქართული ენის შემსწავლელი კურსი ფუნქციონირებს, რომელშიც 3000-მდე მოსწავლე სწავლობს.