საზღვაო სწავლება

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ხომალდების ერთობლივი საზღვაო სწავლება ჩატარდა. მასში აშშ-ის მიერ საქართველოსათვის გადმოცემული ხომალდები -„დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“, ასევე, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ხუთი ხომალდი მონაწილეობდა.

საზღვაო წვრთნები ერთობლივ საზღვაო მანევრებს, ძებნა-გადარჩენის სწავლებებსა და ყოფილი ნაღმსაშიში საზღვაო რაიონების შემოწმებას მოიცავდა.

სწავლების მიზანი, საქართველოს სანაპირო დაცვისა და ნატო-ს საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედების და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებაა.