საზეიმო ღონისძიება მესამე ქვეით ბრიგადაში  

საქართველოს დამოუკიდებლოს დღე თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობამ ქუთაისში, მე-3 ქვეით ბრიგადაში აღნიშნა.

სამხედრო მოსამსახურეებს დღესასწაული ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა მალხაზ კალმახელიძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ მიულოცეს. სიტყვით მიმართვისას მათ ყურადღება ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის მნიშვნელობასა და განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილეს და სამხედროებს თავისუფლებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს. ღონისძიება ქვედნაყოფში საქართველოს სახელწმიფო ჰიმნით დაიწყო, მანამდე კი ბრიგადის ხელმძღვანელობამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ასევე საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა მე-3 ქვეით ბრიგადაში სამხედროების დაჯილდოებისა და სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენით დასრულდა.