კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში კურსდამთავრებულთა მე-15 გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ისაუბრეს ახალგაზრდა თაობისთვის ლიცეუმის მნიშვნელობაზე. კურსდამთავრებულებს შესაბამისი სამკერდე ნიშნები და სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიება სამხედროების დაჯილდოებით დასრულდა. საზეიმო ცერემონიალს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ. კურსდამთავრებულთა შორის ხუთი ოქროს და ოთხი ვერცხლის მედლის კანდიდატია. კურსდამთავრებულთა ნაწილი სწავლას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განაგრძობს. ლიცეუმში სწავლის პერიოდში, ისინი წარმატებით მონაწილეობდნენ ეროვნულ ოლიმპიადებში, სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებსა და სხვადასხვა შეჯიბრში.