საყოველთაო რეგისტრაცია

თბილისის საბავშვო ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო. ბაღების უმრავლესობაში თავისუფალი ადგილები რეგისტრაციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეივსო. შედეგად მშობლების ნაწილმა შვილის სასურველ ბაღში ჩარიცხვა ვერ შეძლო. ისინი ბაღების მართვის სააგენტოს საიტის ხარვეზებზე საუბრობენ და დამატებითი ადგილების გამოყოფას ითხოვენ. სააგენტოს ხელმძღვანელობა კი ტექნიკურ ხარვეზებს უარყოფს და აცხადებს, რომ ბაღებს მიღმა დარჩენილი ბავშვები სარეზერვო სიებში გადაინაცვლებენ, ბაღებში მოხვედრას კი ადგილების გამოთავისუფლების შემთხვევაში შეძლებენ.