საყოველთაო ნათლობა სამებაში 

სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობის 73-ე ეტაპი ჩატარდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული, 620 ბავშვი გახდა. შიო მესამემ, საყოველთაო ნათლობის ფარგლებში, ბავშვები პირველად მონათლა. ამ ტრადიციას  დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ილია მეორემ 2008 წელს ჩაუყარა საფუძველი. მას შემდეგ, უწმინდესი, მშობლების სურვილის შემთხვევაში, ოჯახში ყველა მესამე და მომდევნო შვილის ნათლია იყო და, საერთო ჯამში, პატრიარქის ნათლულთა რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა.