საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობა და ხარვეზები - დავით სერგეენკო კლინიკების ხელმძღვანელებს ხვდება

ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში ჯანდაცვის  მინისტრი თბილისის მასშტაბით 100 კლინიკის ხელმძღვანელებს ხვდება.  მთავარი თემა  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობა და მის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების განხილვაა.

ასევე, საუბარი შეეხება ყველაზე ხშირად დაფიქსირებულ და გამოკვეთილ ხარვეზებს, რომელთა გადაჭრის გზებზე შეხვედრის მონაწილეები ერთობლივად იმსჯელებენ. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართება. მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელების კითხვებს უპასუხებს.