საწარმოების არანებაყოფლობითი ინსპექტირება იწყება

პირველი აგვისტოდან მომეტებული საფრთხის შემცველი საწარმოების არანებაყოფლობითი ინსპექტირება დაიწყება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტზე განაცხადა, სადაც შრომის უსაფრთხოების კანონის აღსრულებაზე იმსჯელეს.

თამილა ბარკალაიას განმარტებით, არანებაყოფლობით ინსპექტირებას „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი ითვალისწინებს. ბარკალაიას თქმით, კანონპროექტის მიღების მიუხედავად, სანქციების ამოქმედებამდე არის გარდამავალი პერიოდი, როდესაც მძიმე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხა უნდა დამტკიცდეს.

ნუსხის საბოლოო ვერსია უკვე შეთანხმებულია და ის მთავრობის უახლოეს სხდომაზე იქნება განხილული.