საველე წვრთნები ვაზიანში

12:15, 28.06.2026

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებმა გეგმური სამხედრო სწავლებები ჩაატარეს. აღმოსავლეთის სარდლობის მე-5 საარტილერიო ბრიგადამ ვაზიანის სასროლეთზე საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დაასრულა. სწავლებაში ინტეგრირებულად მოქმედებდა სადაზვერვო, ცეცხლის მართვისა და საცეცხლე ელემენტები. დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითმა ბრიგადამ კი სამკვირიანი სიტუაციური სწავლება საბრძოლო სროლებით ორფოლოს სასროლეთზე ჩაატარა.

მსგავსი