საველე სწავლება
„დიდგორი 2025“-ის ფარგლებში რეზერვისტების ჩართულობით საველე სწავლება ჩატარდა. მათ ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე ჩასაფრების ოპერაცია ჩაატარეს და მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში განახორციელეს. წვრთნებში საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 204-ე ბატალიონის რეზერვისტები მონაწილეობდნენ. იმიტირებული სცენარის მიხედვით, მათ კონტაქტზე რეაგირებისა და სამედიცინო ევაკუაციის ტიპის ამოცანები შეასრულეს.