სავალუტო ფონდის რეკომენდაციები

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს პროგრამის მიმოხილვა დაასრულა.

შედეგად, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება დაახლოებით 41.6 მილიონი დოლარი. პროგრამის ხანგრძლივობა კი ერთი წლით გაგრძელდა. თემაზე ბრიფინგი მთავრობის კანცელარიაში გაიმართა. განცხადებები ფინანსთა მინისტრმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა გააკეთეს.