სავალუტო ფონდის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 7.2 პროცენტამდე გააუმჯობესა. ბოლო მიმოხილვის მიხედვით, ფონდის პროგნოზი 6,5 პროცენტი იყო. ანგარიშის მიხედვით, წლის ბოლოსთვის, საქართველოს რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთ თვეში, ქვეყნის ეკონომიკის საპროგნოზო მაჩვენებლები კიდევ სამმა მსხვილმა საფინანსო ინსტიტუტმა გააუმჯობესა, ესენია: მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და აზიის განვითარების ბანკი.