სავალდებულო სერტიფიცირება

მშენებელ-ინჟინრებს და არქიტექტორებს სამუშაო ლიცენზიის მისაღებად გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. შესაბამის კანონში შესული ცვლილებებით პარლამენტი შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას და მშენებლობის ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებას ცდილობს.

ინიციატივას დადებითად ხვდებიან სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელები, რომლებიც ბაზარზე პროფესიონალი კადრების სიმცირეს უჩივიან და მიზეზად შესაბამისი სასწავლო პროგრამების არარსებობას ასახელებენ.

საკანონმდებლო ორგანოში უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა დაადგინოს, ვინ, როდიდან და რა ფორმით ჩაატარებს გამოცდებს.