სავაჭრო ომი ამერიკასა და ჩინეთს შორის

ამერიკა-ჩინეთს შორის სავაჭრო ომის დასრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. დონალდ ტრამპი ჩინურ პროდუქციაზე უკვე არსებული ტარიფების გაზრდით და ახალი გადასახადების დაწესებით იმუქრება. ამ ზომას ამერიკის შეერთებული შტატები იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ მხარეებს შორის დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდება. გადაწყვეტილების მიზეზად თეთრი სახლის ლიდერი ჩინეთის მხრიდან მხარეებს შორის შეთანხმებული პირობების დარღვევას ასახელებს. ტარიფების მოსალოდნელ ზრდას ვაშინგტონშიც არაერთგვაროვნად ხვდებიან.