“საუკუნის პროექტის” მშენებლობა

21:30, 22.12.2017

რამდენიმეწლიანი მოლოდინის შემდეგ იწყება იმ სტრატეგიული ობიექტის მშენებლობა, რომელმაც საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია უნდა განამტკიცოს. 24 დეკემბერს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილი ოფიციალური ცერემონია გაიმართება. პროექტი, რომელიც ახალი აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს, ეკოლოგიური სტანდარტების დაცვით განხორციელდება. ანაკლიაში პირველი გემის მიღებას ორ წელიწადში გეგმავენ, მშენებლობის პირველი ფაზა კი 2020 წლის ბოლოს დასრულდება. მხოლოდ პირველ ეტაპზე  ინვესტორები პროექტში  500 მილიონ დოლარზე მეტს აბანდებენ.

 

მსგავსი