საუკეთესო სტუდენტური ნაშრომების კრებულის პრეზენტაცია

საუკეთესო სტუდენტური ნაშრომების კრებულის პრეზენტაცია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, ღონისძიებას გამარჯვებული სტუდენტები და უმაღლესი სასწავლებლების სხვადასხვა ფაკულტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კრებულში საქართველოს ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული სხვადასხვა თემებია შესული, მათ შორის, სამედიცინო და გასტრონომიული ტურიზმი.

კონფერენციები, სახელწოდებით -„ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები“  საქართველოს ხუთ რეგიონსა და დედაქალაქში ჩატარდა.

კონკურსში 30-ზე მეტი უნივერსიტეტისა და პროფესიული სასწავლებლის 1,000-მდე სტუდენტი მონაწილეობდა.