სატრანსპორტო კვანძის მოწყობა დასრულდა 

ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში, განახლდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე ქსელს. ჩატარდა საგზაო სამუშაოები, დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო უსაფრთხოების კუნძულები და ტროტუარი; გზის სავალი ნაწილი დაიხაზა და დამონტაჟდა „ჭკვიანი“ შუქნიშნები.

მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის მოეწყო ზებრა გადასასვლელები. ასევე, დამონტაჟდა გარე განათების ახალი ქსელი. გზის სავალი ნაწილის მიმდებარედ კი ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.