სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოების სამუშაოები

„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაფართოება დაიწყო. გმირთა მოედნიდან სანაპიროზე ჩამსვლელ გზას კიდევ ერთი ზოლი ემატება. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომობილების ნაკადს შუქნიშნები დაარეგულირებს. პროექტის დასრულება ორ თვეში იგეგმება. ბიუჯეტიდან კი ოთხ მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.