სატრანსპორტო დერეფანი - სამმხრივი შეხვედრა თბილისში

როგორ უნდა გაიზარდოს რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე საქართველოს ტრანზიტული პოტენციალი – სამი ქვეყნის მინისტრები დღეს ერთ მაგიდასთან შეიკრიბნენ.

საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის ეკონომიკური პროფილის მინისტრები სატვირთო გადაზიდვების მარშრუტების კიდევ უფრო მეტად დატვირთვის პერსპექტივას ერთად განიხილავდნენ. აქცენტი კეთდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე და სარკინიგზო მაგისტრალით გადაზიდვების გაფართოებაზე. შეხვედრა კონკრეტული გეგმებით და გადაწყვეტილებებით დასრულდა.