სატელეფონო საუბარი

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხი განიხილეს. ასევე, სომხეთის პრემიერმა ქართველ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა, 31 ოქტომბერს სოჭში გამართული სამმხრივი შეხვედრის შედეგების შესახებ, რომელსაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერები ესწრებოდნენ. პრემიერ-მინისტრებმა მოსაზრებები გაცვალეს რეგიონში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებითაც.