საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ორი ქვეყნის ლიდერებმა საზღვარზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შექმნილი ვითარება მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით დარეგულირდეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში თავისი წვლილი შეიტანოს.