5 აპრილიდან ამერიკის მიერ დაწესებული იმპორტის გადასახადის გადახდა ქართველ მწარმოებლებსაც მოუწევთ. მართალია საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომლებსაც ყველაზე დაბალი გადასახადი დაუწესდათ, თუმცა ბიზნესისთვის ეს ხარჯების ზრდას იწვევს. სპეციალისტების შეფასებით, ცვლილებები რომელიც დონალდ ტრამპმა შემოიღო, მსოფლიო სავაჭრო ბაზრის სპეციფიკას რადიკალურად ცვლის. თუმცა, უარყოფითი ეფექტის ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ ყველაზე დაბალი გადასახადების სიაში მოხვედრამ, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის ახალი შესაძლებლობაც გააჩინოს. ამის მიზეზად, კონკრეტული ქვეყნებისთვის დაწესებული ზოგ შემთხვევაში 3-4-ჯერ მაღალი გადასახადი სახელდება, რაც ბიზნესებს უბიძგებს წარმოება შედარებით დაბალ ტარიფიან ქვეყნებში გადაიტანონ. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველოდან ამერიკაში განხორციელებულმა ექსპორტმა 141 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ძირითადი წილი ფეროშენადნობებზე მოდის, რომელიც ჯამში 90 მლნს აჭარბებს. ქართველმა მწარმოებლებმა ამერიკაში ასევე გაიტანეს ღვინო, ნატურალური წვენები, მინერალური და მტკნარი წყლები, ხის სამშენებლო მასალები და ა.შ.